„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების სამმართველოს (DIICOT-ის) პროკურორებმა რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ჯორჯესკუ მის საცხოვრებელ სახლში, მოგოშოაიაში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად ჩხრეკა მიმდინარეობს. გამოძიება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისა და განსაკუთრებით სერიოზული შედეგების მქონე თაღლითობის საქმეზე მიმდინარეობს. DIICOT-ის ინფორმაციით, მიყენებული ზარალი 1.1 მილიონ ევროს აღემატება.
DIICOT-ის პროკურორებმა და რუმინეთის პოლიციის გენერალური ინსპექციის კრიმინალური გამოძიების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩხრეკა, საერთო ჯამში, ხუთ მისამართზე ჩაატარეს.
DIICOT-ის პროკურორების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი 2021 წლის სექტემბერში შეიქმნა და სამი ადამიანისგან, ორი – რუმინეთის მოქალაქისგან და ერთი იტალიის მოქალაქისგან შედგებოდა.
რუმინული მედიის ცნობით, კალინ ჯორჯესკუ ავტომობილით გადაადგილებისას გააჩერეს და საკუთარ სახლში გადაიყვანეს, რათა ჩხრეკა მისი თანდასწრებით ჩატარებულიყო.
პროკურორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი დაზარალებული დაარწმუნეს, რომ საბანკო დაწესებულებისგან 6 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებდა, თუ შესაბამის გარანტიას წარადგენდა. ამის შემდეგ დაზარალებულმა 1 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადარიცხა. მოგვიანებით, ეჭვმიტანილებმა მას უთხრეს, რომ დამატებითი გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, დაფინანსების თანხა შესაძლოა, 15 მილიონ ევრომდე გაზრდილიყო. ამის შემდეგ დაზარალებულმა დამატებით 100 ათასი ევრო გადარიცხა.
რუმინული მედიის ცნობით, საქმეზე გამოძიება უფრო ადრე, ბიზნესმენის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. 2025 წლის სექტემბერში DIICOT-მა დაადასტურა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისა და თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის არსებობა. იმ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობდა ისე, რომ არც ერთ პირს ეჭვმიტანილის სტატუსი არ ჰქონდა.
ჩხრეკების დასრულების შემდეგ, ის პირები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ, რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების სამმართველოს ცენტრალურ სტრუქტურაში დაკითხვაზე უნდა გადაიყვანონ.
კალინ ჯორჯესკუ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და პირველ ტურში პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა, 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, ხოლო ჯორჯესკუს განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. ეს მას შემდეგ, რაც უცხოური ჩარევის, კიბერთავდასხმებისა და სოციალურ მედიაში მისი საარჩევნო კამპანიის დარღვევების შესახებ გასაიდუმლოებული დოკუმენტები გასაჯაროვდა. 2025 წლის მაისში კი, ჯორჯესკუმ პოლიტიკად წასვლის შესახებ განაცხადა.