პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენკისა და გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს.
„გერმანიის კანცლერთან პროდუქტიული მოლაპარაკებები მქონდა. განვიხილეთ სიტუაცია ფრონტის ხაზზე, რუსეთზე შემდგომი ზეწოლის განხორციელება, სანქციების გაფართოება და მშვიდობის პერსპექტივები,“- წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ გერმანია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში გაერთიანების გზაზე.
„ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას, მათ შორის თავდაცვის სფეროში. იმედი გვაქვს, გერმანია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის გზაზე“, - აცხადებს ზელენსკი.