1739342153
დიმიტრი პესკოვი - მოსკოვმა დაიწყო მზადება უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად მომლაპარაკებელთა ჯგუფის ფორმირებისთვის
![პესკოვი პესკოვი](https://primetime.ge/uploads/files/2022/02/20/4425/peskovi_w_h.jpeg)
მოსკოვმა დაიწყო მზადება უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად მომლაპარაკებელთა ჯგუფის ფორმირებისთვის, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„უდავოდ, დაწყებულია. როგორც კი პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ“, – განუცხადა პესკოვმა მედიას.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით რამე კონკრეტული შეთანხმებები ჯერ არ არის. დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის საკმაოდ ოპერატიულად ორგანიზების საჭიროება არსებობს, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა მხოლოდ იწყება და რამე კონკრეტულ ვადებზე საუბარი ჯერ შეუძლებელია.
„უდავოა, რომ ასეთი შეხვედრის საკმაოდ ოპერატიულად გამართვის საჭიროება არის, სახელმწიფოების მეთაურებს ბევრი რამ აქვთ განსახილველი. დღის წესრიგში მრავალი თემაა, რომლებიც მოკლედ განისაზღვრა გუშინდელი სატელეფონო საუბრისას, თუმცა ჯერჯერობით რამე ვადებზე საუბარი შეუძლებელია, რადგან სამუშაო მხოლოდ ამ დღეებში დაიწყება“, – განაცხადა პესკოვმა პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ვადებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა.