„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944
ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, სამხრეთ კორეის გაერთიანებულ შტაბსა და იაპონიის სანაპირო დაცვაში აცხადებენ, რომ სამშაბათს გაშვებული ჭურვი, როგორც ჩანს, ბალისტიკური რაკეტაა.
საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, ჭურვი იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის (EEZ) მიღმა დაეშვა.
აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო 1 კვირაზე ნაკლებ პერიოდში გაშვებული მეორე რაკეტაა.
რაკეტის გაშვებამდე ერთი დღით ადრე შეერთებული შტატების მისიამ გაეროში, საფრანგეთთან, ირლანდიასთან, იაპონიასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და ალბანეთთან ერთად ერთობლივი განცხადება გაავრცელა და ჩრდილოეთ კორეის მიერ გასულ კვირაში რაკეტის გამოცდის ფაქტი დაგმო.
„ეს ქმედებები ზრდის ესკალაციის რისკს და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.