VIDEo: „რაფერ ბედავს მაგას მაი?!...“ - დაკავებულები არიან "კვერცხა", "კვატია", "გოტო"
1742884603
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა.
მისი თქმით, სიტუაცია ვითარდება არასწორი მიმართულებით.
„დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. ეს არის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამასთან მინსკის შეთანხმების უარყოფა. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ნიშანია. ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ სიტუაცია ვითარდება არასწორი მიმართულებით.
დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
შეგახსენებთ, პუტინმა დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ განაცხადა