ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ატომური ელექტროსადგური

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი „ბირთვული ავარიის“ რისკის გამო, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბომბვის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.

მისი თქმით, "სერიოზული ვითარება" მას შემდეგ შეიქმნა, რაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქ ენერგოდარს ამარაგებს, დაბომბვის შედეგად განადგურდა.

გროსი კიდევ ერთხელ გამოვიდა ბირთვული უსაფრთხოებისა დაცვის ზონის შექმნის მოწოდებით.

„ეს არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდებით ბირთვული ავარიის პირისპირ,” - აღნიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა.

ცნობისთვის, უკრაინა და რუსეთი დაბომბვებთან დაკავშირებით კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ასევე ნახეთ: „ბირთვული თვითმკვლელობა“ - იერიშები ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე და მსოფლიო ლიდერების რეაქციები