5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს რჩევა წაიკითხეთ
1739195940
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების ერთი მილიონ 130 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული გლობალური მაჩვენებელია. ვირუსის გავრცელების ტემპის მკვეთრ ზრდას სპეციალისტები „ომიკრონ“ ვარიანტს უკავშირებენ.
ამასთან, აშშ-ში რეკორდულ ნიშნულზეა ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობაც.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აშშ-ში ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრმა ზრდამ სკოლებში სასწავლო პროცესიც შეაფერხა, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების ნაკლებობა შეიქმნა. ჩიკაგოში მეოთხე დღეა, სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
თანამშრომლების ინფიცირების გამო, ქალაქ ნიუ იორკში მეტროს სამმა ხაზმა მუშაობა შეაჩერა.