16 წლის ბიჭს ნადირობისას ბიძა შემოაკვდა, შემდეგ კი, სუიციდი სცადა - ტრაგედია საბერძნეთში

tragedia nadirobisas

ტრაგედია დატრიალდა არტაში. სანადიროდ წასულ ახალგაზრდას, ბიძა შემოაკვდა. როდესაც გააცნობიერა რაც მოხდა, ბიჭმა თავის მოკვლა სცადა. გარდაცვლილია 33 წლის კაცი, მისი 16 წლის ძმისშვილი კი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 16 წლის ბიჭს ბიძა გარეულ ღორში აერია და ცეცხლი გაუხსნა. 33 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოზარდის მამა დააკავა, უგულებელყოფისა და არასრულწლოვნის მიმართ არასათანადო ყურადღების გამოჩენის ბრალდებით.