ზღვაში დაკარგული პერუელი მეთევზე 95 დღის შემდეგ ცოცხალი იპოვეს

მეთევზე

ზღვაში დაკარგული პერუელი მეთევზე 95 დღის შემდეგ ცოცხალი იპოვეს. 

მეთევზე ნაპა კასტრო წყნარ ოკეანეში 7 დეკემბერს გავიდა, ამინდის გაუარესების გამო, მისმა ნავმა მიმართულება შეიცვალა და გზა აებნა.

ის 11 მარტს ეკვადორულმა თევზსაჭერმა გემმა პერუს სანაპიროების წყლებში იპოვა, გაუწყლოებული, კრიტიკულ მდგომარეობაში.

როგორც ნაპა კასტრომ ინტერვიუში განაცხადა, გადარჩენა ნავზე შეგროვებული წვიმის წყლის დალევით, მწერების, ფრინველებისა და კუს ჭამით შეძლო. ბოლო 15 დღე კი მშიერმა გაატარა. ნაპა კასტროს თქმით, მას ოჯახზე ფიქრმა გააძლებინა.

მეთევზეს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და უკვე გაეწერა კლინიკიდან.