ზელენსკი რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ვიდეოს აქვეყნებს - „უკრაინამ 200-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა“

ტყვეობიდან დაბრუნებულები

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და ტყვეობიდან დაბრუნებულთა ვიდეოს აქვეყნებს.

„ჩვენ სახლში ვართ. 200-ზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან. ჯარისკაცები, ოფიცრები, შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია, საზღვაო ძალები, მესაზღვრეები. მადლობა ყველას, ვისაც, მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენი ხალხი სახლში მოჰყავს! მადლობა ჩვენს დამცველებს! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხალხი, რომელიც ახლა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება“, – წერს ზელენსკი.