თურქეთში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 5:14 საათზე დაფიქსირდა.

შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.