დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბათუმში დაშავებული მცირეწლოვანი ოჯახმა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედის დამფუძნებელი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„ერთი შვილი მოუკვდა, მეორე თურქეთში წაიყვანა, რომ სიკვდილს გამოგლიჯოს კლანჭებიდან... დედა კი გათიშული ჰყავთ, ბათუმში გლოვის ზარია დღეს.
ილოცეთ ემიგრანტებო, სრული შოკი მივიღე ამ ინფორმაციით! მე მჯერა 3 წლის დანიელი მაგრად იქნება და დედ-მამას დაბრუნდება. მე მჯერა, რომ 10 წლის დავიდი ზეციდან დაიფარავს და გადაარჩენს მის პატარა ძამიკოს, დედას და მამას რომ სიცოცხლის აზრი დაუბრუნდეთ, ახალგაზრდა მშობლებს“, - წერს შოთო სიხარულიძე.
შეგახსენებთ, 12 მარტს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა.
ბულვარში ძლიერი ქარის გამო ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც ატრაქციონზე ორი ბავშვი იმყოფებოდა. 10 წლის დავითი გარდაიცვალა, რაც შეეხება მის ძმას, სამი წლის დანიელს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე 64 წლის კაცი დააკავეს.