+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
1744291299
აშშ-ში, ტეხასის შტატში წითელას გავრცელების შედეგად ორი ბავშვი გარდაიცვალა. დაფიქსირდა კიდევ ასობით შემთხვევა. როგორც „ასოშიეთედ პრესი“ იუწყება, 6 აპრილს ტეხასის შტატში წითელათი ბავშვებში გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციონისტების ცნობით, სკოლის მოსწaვალეს ინფექციური დაავადება გაურთულდა. ამასთან, ბავშვს არ ჰქონია რაიმე სხვა ქრონიკული დაავადება და არ ყოფილა აცრილი.
წითელას ეპიდაფეთქება ტეხასის შტატში იანვრის ბოლოს დაფიქსირდა. თებერვალში კი წითელათი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ეს იყო პირველი მსგავსი შემთხვევა აშშ-ში ბოლო ათი წლის განმავლობაში. მარტში ინფექციური დაავადებით გარდაცვალების შემთხვევა ასევე აღრიცხეს ტეხასის მეზობელ, ნიუ მექსიკოს შტატში.
მომხდარის შემდეგ აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა რობერტ ფრენსის კენედიმ მოქალაქეებს სოციალური ქსელებით მიმართა და განაცხადა, რომ ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილების საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.
კენედის ინფორმაციით, 22 შტატში დაფიქსირებულია წითელას 622 შემთხვევა, რომელთაგანაც 499 შემთხვევა ტეხასის შტატშია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წითელათი დაავადებულთა რიცხვი არ არის დიდი და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ხელისუფლება სათანადო ზომებს მიიღებს.