1740388520
ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ჩვენ თვალწინ იშლება, ევროპამ უნდა აღიაროს, რომ შესაძლოა, მარტო დარჩეს - ანდერს ფოგ რასმუსენი

ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ჩვენ თვალწინ იშლება, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაში, რომელიც „ეკონომისტში“ გამოქვეყნდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ევროპამ უნდა აღიაროს, რომ ის შესაძლოა, მარტო დარჩეს და თანხები შესაბამისად უნდა დახარჯოს. რასმუსენის განცხადებით, ევროპამ ახლა უნდა აიღოს საკუთარ კონტინენტზე მშვიდობის უზრუნველყოფის ტვირთი ამერიკის მიერ 80 წლის მხარდაჭერილი უსაფრთხოების შემდეგ.
რასმუსენის წერს, რომ მოსაგვარებელი იქნება ორი მთავარი გამოწვევა, ევროპამ დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს მდგრადი მშვიდობა სუვერენული უკრაინისთვის.
ნატო-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა ალიანსის წევრებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე და 2028 წლისთვის 4 პროცენტამდე.