ტრამპი აცხადებს, რომ პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ. ამის შესახებ მან „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპს ჰკითხეს ღაზის სექტორთან დაკავშირებული გეგმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ეს ტერიტორია „ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ უნდა აქციოს.

დონალდ ტრამპის თქმით, პალესტინელებისთვის უკეთესი საცხოვრებლები აშენდება, თუმცა ის „ცოტა უფრო მოშორებით იქნება იქიდან, სადაც ახლა არიან“, მაგრამ პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, სად მოიაზრებს მათ განსახლებას.