ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - ახალი დეტალები კასარია აბრამიძის საქმეში
1739268039
ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთი აგურიც არ დაუდია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარებაში, სამაგიეროდ, ძალიან დიდი სიამოვნებით, ყოველდღიურ რეჟიმში ამ აგურებს, ურთიერთობებს შლის, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა კობგრესმენ ჯო უილსონზე საუბრისას. დეპუტატმა გამოთქვა ვარაუდი, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტებით ის გარკვეულ ფინანსურ სარგებელს იღებდა.
„საზოგადოება ხედავს, როგორც ცდილობა როგორც კონგრესმენი საკუთარ ინსტრუმენტების გამოყენებას იმისთვის, რომ მიეღო მატერიალური ფინანსური ინტერესი. მე არ გამიკვირდება, თუ იმასაც შევიტყობთ, რომ პირდაპირ ყიდდა თავის საქმიანობას. ტვიტერზე დღეში ერთხელ თუ ორჯერ დატვიტვა, შესაძლოა გარკვეული ფინანსებიც ღირდეს“, - აღნიშნა მახაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლობისტი კონგრესმენი, ჯო უილსონი ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებ ბილეთებს ჰყიდდა, ახლა კი ამერიკის დროშებით ვაჭრობით არის დაკავებული. ინფორმაცია მისსავე ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება.