გამოძიების პრეროგატივაა თუ რა ფაქტობრივი და მტკიცებულებითი ბაზა იქნება - ირაკლი ქადაგიშვილი საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით პროკურატურის მიერ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით

ირაკლი ქადაგიშვილი

 საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.

 მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გამოძიება საჭიროა ბარიერგადალახული ოპოზიციის მიზნებისა და ქმედებების დასადგენად.

 მოძრაობა "ერთიანმა ნეიტრალურმა ძალამ" გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას 18 იანვარს მიმართა.

 "სისტემური ხასიათი აქვს ამას მიცემული, რომელიც შეიძლება რეალურად თავის თავში ატარებდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. გამომდინარე აქედან, უკვე გამოძიების პრეროგატივა არის თუ რა ფაქტობრივი და მტკიცებულებითი ბაზა იქნება.

ამ ოპოზიციამ გარე კარნახით თქვა, რომ არ შემდგარა, გაყალბდა [ არჩევნები], მაგრამ არავინ არ ითხოვს ერთი მტკიცებულების წარდგენასაც კი. ამიტომაც, არის ეს საერთაშორისო კანონები მიღებული ამდაგვარად, რომ არ მოხდეს პოლიტიკით მანიპულირება", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.