თეთრი სახლის პრესმდივანი: ჩვენ არასდროს ვყოფილვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს, როგორც ამ მომენტში

კაროლინ ლევიტი

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს, როგორც ამ მომენტში, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.

„პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი, რომ ეს საკითხი მოაგვაროს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ძალისხმევაზე.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ ხვალ მისი სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან კარგად არ წარიმართება, ლევიტმა უპასუხა:

ეს ის საკითხია, რაც პრეზიდენტმა განიხილა და, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ამის გაკეთებას აპირებს.