თალიბანი ავღანეთში ქალის ხმის საჯაროდ გაჟღერებას კრძალავს

თალიბანი

თალიბანი ავღანეთში ქალის ხმის საჯაროდ გაჟღერებას კრძალავს.

"სათნოების გავრცელებისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტროს" მიერ გამოცემული კანონის თანახმად, ქალის ხმა, რომელიც მღერის ან კითხულობს, საჯარო ადგილებში არ უნდა ისმოდეს, რადგან ის ინტიმურად ითვლება.

ამასთან ერთად, ქალებს ეკრძალებათ შეხედონ მამაკაცებს, რომლებთანაც სისხლით ან ქორწინებით არ არიან დაკავშირებული.