1743537968
კახეთში, 6 წლის ბავშვი სასტუმროს წყალსაცავში დაიხრჩო

კახეთში, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ცენტრში უბედური შემთხვევა მოხდა. 6 წლის ბიჭი სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში ჩავარდა და დაიღუპა.
ცენტრში, სადაც შემთხვევა მოხდა, ბოლო დღეების განმავლობაში პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა, რომელსაც რამდენიმე ათეული სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ პედაგოგები, ფსიქოლოგები და სკოლების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ცენტრის გაფრთხილების მიუხედავად, ერთ-ერთი მონაწილე უცხოეთიდან, კონფერენციაზე მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა.
კონფერენციის მსვლელობის დროს ბავშვი უმეთვალყურეოდ დარჩა და სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში ჩავარდა.
ცენტრის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კონფერენციამ მუშაობა შეწყვიტა.
კონფერენციის ყველა მონაწილე მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.