შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სროლას 10-მდე პირი ემსხვერპლა

Up to 10 people killed in shooting at Swedish school

შვედეთის ქალაქ ორე-ბროს ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია. სამართალდამცველების ცნობით, დაღუპულია 10-მდე პირი. მათივე თქმით, დაღუპულთა შორისაა თავდამსხმელიც.

წინასწარი მონაცემებით, ის მარტო მოქმედებდა. მიმდინარეობს მსხვერპლთა იდენტიფიცირება. სამართალდამცველები ასევე ამბობენ, რომ თავდასხმის უკან, ამ ეტაპზე, არ ჩანს ტერორისტული მოტივი.

სტოკჰოლმიდან 200 კილომეტრში მდებარე ქალაქში სროლა გუშინ მოხდა.