WizzAir სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1727984106
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შტორმისა და ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აშშ-ის სხვადასხვა შტატში ტორნადოს, დიდთოვლობისა და წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან.
სტიქიამ ყველაზე მეტად ნიუ იორკი და პენსილვანია დააზარალა. დიდთოვლობა და ქარბუქია ასევე ვისკონსინისა და მიჩიგანის შტატებში.
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 23 ტორნადო დაფიქსირდა, მათ შორის - ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ალაბამაში, ჯორჯიაში, ფლორიდასა და ტეხასში.