1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა საპენსიო რეფორმას აპროტესტებს. პრეზიდენტ მაკრონის მიერ ინიცირებული გეგმა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, საპენსიო ასაკის ორი წლით გაზრდას ითვალისწინებს. პროტესტი უკვე თვეებია გრძელდება და მასში საჯარო და მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლებიც არიან ჩართული.
17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო.
აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასიური პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.
სადავო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდე.