ქუთაისის აეროპორტიდან 23 წლის ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად საფრანგეთში გააბრუნეს

Wizz Air

პანკისელი ქალი, ლეილა ქავთაროვა დღეს დილით საქართველოდან საფრანგეთში გააბრუნეს. 23 წლის ქალი ორ წლამდე ასაკის შვილთან ერთად საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ქუთაისის აეროპორტში. მისი ქმარი, ბექა ტოხოსაშვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ამბობს, რომ არ უთხრეს მიზეზი, რატომ არ უშვებდნენ მის ცოლსა და შვილს.

ქავთაროვა ქუთაისის აეროპორტში 14 მარტს ჩამოფრინდა. მას ქმართან შეხვედრა უნდოდა, თუმცა ოთხი დღე აეროპორტის ტერიტორიის ნეიტრალურ სივრცეში, საცხოვრებელში გაატარა - მას ქვეყანა ქმართან შეხვედრის გარეშე დაატოვებინეს.

„ფრანგული პასპორტი მაქვს, ჩემი ქმარი საქართველოში ცხოვრობს და მინდოდა რამდენიმე თვე აქ გამეტარებინა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სექტემბერშიც იგივე შემემთხვა. უფრო ადრე მსგავსი პრობლემები არ ყოფილა. არავინ მითხრა მიზეზი, რატომ არ შემომიშვეს ქვეყანაში“, - ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ ლეილა ქავთაროვამ, რომელსაც ასევე აქვს რუსეთის მოქალაქეობაც.