საფრანგეთში საჯარო მოხელეებს სამსახურებრივ მობილურებზე Candy Crush-ის, Netflix-ისა და TikTok-ის ჩამოტვირთვა აუკრძალეს

gdgd

საფრანგეთში საჯარო მოხელეებს სამსახურებრივ მობილურებზე თამაშების, სოციალური მედიისა და ვიდეოსტრიმინგის აპლიკაციების ჩამოტვირთვა აეკრძალათ. Politico-ს ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი კიბერუსაფრთხოება და პირადი მონაცემების დაცვაა.

„ეს გასართობი აპლიკაციები არ აკმაყოფილებს კიბერუსაფრთხოების შესაბამის დონეს, რათა ადმინისტრაციულ მოწყობილობებზე მათი ჩამოტვირთვა უსაფრთხო იყოს. ეს გადაწყვეტილება შეეხება TikTok-ს, CandyCrush-სა და Netflix-ს“, - განაცხადა საფრანგეთის ციფრული საკითხების მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.

1 მარტს კიბერუსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტმა თანამშრომლებს TikTok-ის აპლიკაციის გამოყენება აუკრძალა, ხოლო ევროპარლამენტარებს ტელეფონიდან აპლიკაციის წაშლა ურჩია. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კანადის ხელისუფლებამაც.