რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმის თავზე დრონები ჩამოაგდეს

ყირიმის ხიდი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 28 დეკემბრის ღამეს ყირიმის თავზე უკრაინის მიერ გაშვებული ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების მტკიცებით, "შეჩერდა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა".

"მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს", - ნათქვამია განცხადებაში.ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა სევასტოპოლსა და კრასნოპერეკოპსკში. ჩაკეტილი იყო ყირიმის ხიდი, სადაც მოძრაობა 00:53 საათზე აღდგა.