საკვები, რომელიც უზმოზე (არ) უნდა მიიღოთ
1705421659
ბელგიაში მოსალოდნელი საპენსიო რეფორმის გამო საერთოეროვნული გაფიცვა დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბრიუსელის აეროპორტის რეისების ნახევარი გაუქმებულია. გაფიცულები არიან აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ბარგის მტვირთავები და სხვა პერსონალი.
გაფიცვა შეეხო აგრეთვე სარკინიგზო ტრანსპორტსაც. როგორც ბელგიის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორი NMBS-ი იუწყება, ქვეყნის მასშტაბით მატარებლების ლიმიტირებული რაოდენობა მოძრაობს. ქვეყანაში გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
ბელგიაში დაიხურა სკოლებიც, რადგან ათი ათასობით მასწავლებელი გაიფიცა და საპენსიო რეფორმას აპროტესტებს.