ქართული დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ტაშკენტში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი

ქართული დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ტაშკენტში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეა იმართება.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ბელგიის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტსა და სენატის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ბელგიელ კოლეგებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ გარემოზე და საპარლამენტო დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე.