რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
ჩვენი მთავარი მიზანია ომის შეჩერება, ვცდილობთ ამას. ვფიქრობ, პროგრესს ვაღწევთ. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე შევძლებთ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მანამდე ტრამპს კითხვა დაუსვეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმად, ჩინელი ჯარისკაცები რუსეთის სასარგებლოდ იბრძვიან უკრაინაში, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა:
„ჩვენ ამას გამოვიკვლევთ, მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიზანია ამ ომის შეჩერება. ისინი კვირაში 2 500-ზე მეტ ახალგაზრდას კარგავენ. ისინი რუსები და უკრაინელები არიან. ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ადამიანები არიან. ჩვენ ვცდილობთ ამის შეჩერებას. ვფიქრობ, პროგრესს ვაღწევთ. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე შევძლებთ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევას, რათა შეწყდეს ბრძოლა. ეს ისეთი უაზრობაა, საშინელი რამაა, რაც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მადლიერია, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში, ამერიკელი ბალერინა, ქსენია კარელინა გათავისუფლდა.
„მადლიერი ვარ ბალერინას გათავისუფლებისთვის. ჩვენ პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრეთ ამის შესახებ და მათ გარიგება დადეს. მათ გაათავისუფლეს ახალგაზრდა ბალერინა და ახლა ის თავისუფალია, რაც კარგია. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა და აშშ-მა პატიმრები გაცვალეს. გაცვლა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოხდა. რუსეთმა შეერთებულ შტატებს გადასცა ქსენია კარელინა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თანხების შეგროვებისთვის რუსეთში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. თავის მხრივ, აშშ-მა რუსეთს გადასცა არტურ პეტროვი, რომელიც ექსპორტის შეზღუდვების დარღვევის საქმეზე დააკავეს.