სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება
1743278291
ჩვენი უსაფრთხოების დანაყოფები აუცილებელ ზომებს მიიღებენ ყველას წინააღმდეგ, ვინც სახეს იფარავს, თავს ესხმის პოლიციას ან ავიწროებს ჩვენს ხალხს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპროტესტო აქციებზე საუბრისას.
თურქეთში ოპოზიციური პარტიის მომხრეები მასშტაბური მიტინგისთვის ემზადებიან. სტამბოლის მერის დაპატიმრების გასაპროტესტებლად სახალხო-დემოკრატიული პარტიის მომხრეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. აქცია რამდენიმე რაიონში ერთდროულად იგეგმება.
საპროტესტო აქციებს თურქეთის პრეზიდენტი შოუს უწოდებს, ოპოზიციას პროვოკაციაში ადანაშაულებს და დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ პოლიციაზე თავდასხმის ან ხალხის შევიწროების შემთხვევაში უსაფრთხოების დანაყოფები ყველა დამრღვევის წინააღმდეგ აუცილებელ ზომებს მიიღებენ.
„სამართლიანობის ძიების საბაბით ისინი ძალიან სახიფათო პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ, რომელსაც დემოკრატიასთან, კანონთან ან სამართლიანობის ძიების ლეგიტიმურ საშუალებებთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა ჩვენი პოლიციის ცივი და მტკიცე მიდგომის, ჩვენი ერის გონივრული მიდგომის და ჩვენი ახალგაზრდების მშვიდი პოზიციის წყალობით, რომლებმაც ღირსება შეინარჩუნეს, პროვოცირების პოლიტიკამ მიზანს ვერ მიაღწია.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს ამ პროცესის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე. ჩვენი უსაფრთხოების დანაყოფები აუცილებელ ზომებს მიიღებენ ყველას წინააღმდეგ, ვინც სახეს იფარავს, თავს ესხმის პოლიციას ან ავიწროებს ჩვენს ხალხს, როდესაც ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა ერდოღანმა.