„შენ მიდიხარ, მაგრამ სამუდამოდ ჩვენთან რჩები...“ – ჟურნალისტ ლოლა ტუმასიანს მეგობრები ემშვიდოდებიან

ლოლა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, ჟურნალისტ ლოლა ტუმასიანს მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.

„დაგვტოვა, თუმცა მაინც ჩვენთან არის, გიყვებით მეგობარზე, კოლეგაზე და გოგოზე, რომელსაც სიცოცხლე ყველაზე მეტად უყვარდა, იგი ჩვენთვის გახდა მაგალითი ბრძოლის, შეუპოვრობის, სიყვარულის და მიუხედავად ბევრი პრობლემისა და საშინელი სენისა, მან გვასწავლა რომ ბოლომდე უნდა გქონდეს იმედი და უნდა ვიყოთ პოზიტიური.

გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი, თუმცა იმდენი დაუვიწყარი მოგონება დაგვიტოვა ყველას, რომ არ შეგვეძლო, თქვენთვის, მაყურებლისთვის არ მოგვეყოლა მის შესახებ. ხვალ ლოლას ბოლო გზაზე გავაცილებთ, თუმცა ჩვენს გულებში და ამ შენობაში მის შესახებ ხსოვნა სამუდამოდ დარჩება.“ – ვკითხულობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ფეისბუქგვერდზე.

„ჩვენი ყველა – ფერი გოგო. კი ლოლ შენ მიდიხარ ხვალ, მაგრამ სამუდამოდ ჩვენთან რჩები, იქ რჩები, სადაც ამდენი სიყვარული დაგვიტოვე. გებუტები, არ მინდა, ხვალ ხელი გაგიშვათ ლოლ“, – წერს ლოლა ტუმასიანის მეგობარი შორენა ღლონტი