პოლონეთში, წვეულებაზე ნეპალელი ახალგაზრდა მოკლეს - დამნაშავე, სავარაუდოდ, ქართველია

ლენტა

პოლონეთის ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე ნეპალელი ახალგაზრდა, 28 წლის ბიჭი დაჭრეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ მას კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, 35 წლის საქართველოს მოქალაქემ მიაყენა.

წვეულება იმ ჰოსტელში იმართებოდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან პოლონეთში სამუშაოდ ჩამოსული პირები ცხოვრობენ.

მედია წერს, რომ ბრალდებული პოლიციამ დააკავა და ის შემთხვევის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. მის გარდა დაკავებულია კიდევ ორი ქალი, რომლებსაც დანაშაულის კვალის დაფარვას, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღის - დანის გადამალვას ედავებიან.

ასევე ნახეთ:

„ვარსკვლავები დიდ მოგებასა და კარიერულ ზრდას გიწინასწარმეტყველებენ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

„დაზიანებები მიაყენეს და გაგუდეს, შემდეგ კი მოკლული ჭაში დამარხეს“ – მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

„დაგამარცხა, აღიარე...“ - ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს მერაბ დვალიშვილი