პენსიონერს ესთეტიკურმა ცენტრმა დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა (საბერძნეთი)

pensioneri

პენსიაზე გასულ პოლიციელს ესთეტიკურმა ცენტრმა ნახევარი მილიონი ევრო გამოსძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა, პენსიონერს დიდი ოდენობით თანხა დაწესებულებამ დაავადების სამკურნალოდ გადაახდევინა, თუმცა შედეგი ვერ მიიღო.

საუბარია 70 წლის კაცზე, რომელსაც ვიტილიგო (თეთრი ლაქები კანზე) აწუხებს. სწორედ მის მოსაშორებლად მიმართა ესთეტიკურ ცენტრს და მიიღო დაპირება, რომ ლაზერული თერაპიისა და  მკურნალობის კონკრეტული კურსით, სასურველ შედეგს მიიღებდა.

კაცმა სამი თვე იმკურნალა, თუმცა კურსის გაგრძელება ფინანსური კრიზისი გამო ვეღარ შეძლო. სასურველი შედეგის მისაღებად კი ცენტრმა მას დამატებით 90 ათასი ევრო მოსთხოვა. მას შემდეგ კი რაც პაციენტმა მათ ფინანსური კრიზისის შესახებ შეატყობინა, მკურნალობის გასაგრძელებლად ცენტრმა მას სახლის გაყიდვა შესთავაზა.“

ამის შემდეგ ყოფილმა პოლიციელმა ესთეტიკური ცენტრის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.