პირველი ინტერვიუ ბახმუტიდან, სადაც ქართველები დაიღუპნენ

უკრაინა - ბახმუტი

უკრაინაში, ბახმუტთან ქართველები დაიღუპნენ.

ქართველი მეომრები დაღუპული 5 გმირის ცხედრის გამოსვენებას საომარი ადგილიდან ამ წუთებში ცდილობენ. ქართველი სამხედროების თქმით, ვითარება ქალაქში ამ დრომდე ძალიან მძიმეა და ოკუპანტები ბახმუტს ინტენსიურად ბომბავენ.

„ახლა ვართ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი გვყავს, ვერ გამოვიყვანეთ ომი იყო. დაგვცხეს, გაგვანადგურეს. გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ. ქალაქ ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან ერთ მხარეზე. ბახმუტი ქალაქი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებთ",- ამბობს დავით ქუქჩიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ამასთან, საქართველოში დაღუპულის ოჯახები სამძიმრებს იღებენ, მაგრამ მათ ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლისგან სამძიმრის წერილი არ მიუღიათ.