1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ რუსეთი კიევს აღარ დაბომბავს, რადგან იქ მათი სალოცავებია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ეს ვერაფერს მოაგვარებს, რადგან ჩვენ დავამარცხეთ კიევი პირველ კვირაში. ჩვენ (შეგახსენებთ, ახლახან ვიყავით გოსტომელში), ფაქტობრივად ავიღეთ ის. მე ვიცნობ სამხედროებს, ვინც იქ იმყოფებოდა და ვინც შეშინებული იყო იმით, რომ მათ იქიდან გასვლა უბრძანეს. ჩვენ ვიბრძვით არა კიევთან, არამედ დასავლეთთან. მაშ, რატომ უნდა ჩამოვაგდოთ კიევში ბირთვული ბომბი? ჩვენ არ ვართ ომში კიევთან. ჩვენ არასოდეს დავბომბავთ კიევს, რადგან ჩვენი სალოცავები იქ არის“, - განაცხადა სიმონიანმა.