რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
გერმანული ტანკები Leopard 2 უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისთვის კარგად მომზადებული არ აღმოჩნდა და მათ სერიოზული პრობლემები დაუფიქსირდათ. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
ამის გამო უკრაინელი სამხედროები ამ ტანკებს ყველა ოპერაციებში ვერ იყენებენ. The Telegraph-ს კიევში გერმანიის სამხედრო ატაშეს და გერმანელი სამხედროების შეხვედრის სტენოგრამა მოჰყავს, რომელზეც დიპლომატმა გერმანული ტანკების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტანკების ექსპლუატაციის პრობლემები სხვა საკითხებთან ერთად უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას უკავშირდება. ეს ტანკები დრონების შეტევებისგან ძალზე დაუცველია. ამასთანავე, ტანკების კონსტრუქციის გამო ბრძოლის ველზე მათი რემონტი ძალზე გართულებულია და ამისთვის სპეციალიზებული სარემონტო ბრიგადები არის აუცილებელი და რემონტის ჩატარება უკრაინის დასავლეთ ნაწილში ან პოლონეთში.
„ამ პრობლემების გამო უკრაინელი სამხედროები Leopard 2-ს, ძირითადად, იყენებენ, როგორც საარტილერიო დანადგარს“, - წერია სტატიაში.
როგორც ევროპაში დისლოცირებული ინიციატივის და მდგრადობის ცენტრის დირექტორმა სერგეი სუმლენიმ განაცხადა, Leopard 2-ის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათი რაოდენობა მცირეა. ეს ტანკი შექმნილი იყო ბრძოლისთვის, როდესაც მას ჰაერიდან კარგი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ უკრაინაში ეს არ ხდება.
ექსპერტის განცხადებით, ტანკის კონსტრუქცია ამჟამად მოძველებულია.
„ეს ტანკები შექმნეს გერმანელმა მწარმოებლებმა, რომელსაც ომი არ უნახავთ, ამიტომ მათი კონსტრუქცია ძალზე გართულებულია, ძველი სისტემები, რომლებიც 1960-იან წლებშია შექმნილი, მაგრამ ის შექმნეს ადამიანებმა, ვისაც ომი უნახავთ, ბრძოლის ველზე ბევრად უფრო ეფექტიანია, თუმცა მათი პრობლემა სუსტი ჯავშანია“, - განაცხადა სუმლენიმ.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, იგივე პრობლემები გერმანული წარმოების სხვა ტექნიკასაც დაუფიქსირდა.