რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
იტალიაში 31 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართველს ბრალად ბინის ქურდობა ედება. კაცი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა.
დაკავების შემდეგ ჩატარებული ჩხრეკისას ქართველს ბინიდან მოპარული თანხა და ძვირფასი სამკაულები აღმოუჩინეს, რომელიც შემდგომ მეპატრონეს დაუბრუნეს.
ჩხრეკისას პოლიციამ ასევე ამოიღო ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც ქართველი ბინებში შეღწევას ახერხებდა. მაგალითად, ამოღებულია ხრახნიანი მრავალფუნქციური დანები, გასაღები, რომელიც სხვადასხვა საკეტის გასახსნელად გატეხილი იყო, რათა იძულებითი შეღწევის კვალი არ დარჩენილიყო.