VIDEO: „ამ პროდუქტს თევზთან შეხება საერთოდ არ აქვს...“ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

ხიზილალა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, სოციალურ ქსელში ეგრეთ წოდებული „იმიტირებული“ ხიზილალის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

სპეციალისტი ამბობს, რომ მისი გარჩევა ნამდვილი ხიზილალისგან თითქმის შეუძლებელია.

„იმიტირებული „ხიზილალა“ ისე გამოიყურება, როგორც ნამდვილი ხიზილალა, მაგრამ ამ პროდუქტს თევზთან შეხება საერთოდ არ აქვს. ამ პროდუქტის მირთმევა პრობლემას არ წარმოადგენს, პრობლემაა ის თუ ვინ და რა დანიშნულებით მიირთმევს ამ პროდუქტს…

ამ პროდუქტის მირთმევა არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში საშიშროებას წარმოადგენს ის, რომ ზოგიერთ მომხმარებელს ჰგონია, რომ ნამდვილად თევზის პროდუქტს ჭამს, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის…“, – ამბობს არაბული ვიდეომიმართვაში.

✕