დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
აშშ-ს დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ „რუსული სამყაროს" იდეოლოგის, კრემლის ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას აფეთქება ნებადართული იყო უკრაინის მთავრობის ნაწილის მიერ. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ-სთვის ჯერ კიდევ უცნობია, მკვლელობა კონკრეტულად ვისი დავალებით შესრულდა. ამას გარდა, აშშ-ს დაზვერვაში არ იციან, იცოდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარია დუგინას აფეთქების გეგმის შესახებ.
ამერიკული გამოცემის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსანი ვარაუდობს, რომ ოპერაციის მთავარი სამიზნე, გამოჩენილი რუსი ნაციონალისტი, ალექსანდრ დუგინი იყო. ოფიციალურ პირს არ დაუსახელებია, უკრაინის ხელისუფლებიდან კონკრეტულად ვის მიერ იყო ავტორიზებული მისია.
ამასთან, The New York Times-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა თქვეს, ოპერაციაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ისინი ამ გეგმას შეეწინააღმდეგებოდნენ. მათივე თქმით, აფეთქების შემდეგ, აშშ-მ უკრაინის ოფიციალური პირები გააკრიტიკეს.