მსოფლიოში ყველაზე „მარტოსული მკვლელი ვეშაპი“ დაიღუპა

ვეშაპი

კანადაში, ე.წ. მკვლელი ვეშაპი „კისკა” მოკვდა.

იგი ტყვეობაში ცხოვრობდა MarineLand პარკში, რომელიც ნიაგარას ჩანჩქერში მდებარეობს.

როგორც MarineLand-ში აცხადებენ, “კისკას” ჯანმრთელობა ბოლო კვირების განმავლობაში გაუარესდა.

MarineLand-ი არის თემატური პარკი ნიაგარას ჩანჩქერში, ონტარიოში. “კისკა”, რომელიც 1979 წელს ისლანდიის წყლებში შეიპყრეს, დაახლოებით 47 წლის იყო.

ცხოველთა დაცვის სამსახურმა “კისკას” პირობები 2020 წლის იანვრიდან 160-ჯერ შეამოწმა.

ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ People for the Ethical Treatment Animals (PETA) აღწერა კისკა, როგორც "მსოფლიოში ყველაზე მარტოსული მკვლელი ვეშაპი".