ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია - რა ფოტოებს აქვეყნებს ლაშა ბექაური
1735198591
ისრაელის ქალაქ აშკელონზე მიტანილ იერიშზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. ამის შესახებ ჰუსიტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ჰუსიტებმა ისრაელის წინააღმდეგ ორი დრონი გაუშვეს, ერთი სამიზნე თელ ავივის რეგიონში იყო, ხოლო მეორე – აშკელონის სამრეწველო ზონაში.
მანამდე, ისრაელმა განაცხადა, რომ აშკელონისკენ გაშვებული დრონი ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა. თელ ავივის რეგიონში გაშვებული მეორე დრონის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში იემენელმა ჰუსიტებმა გააძლიერეს იერიშები ისრაელზე, რის მიზეზადაც, ღაზის სექტორის მხარდაჭერას ასახელებენ.