დიდ ბრიტანეთში, ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნი, მკითხველმა 32 წლის შემდეგ დააბრუნა

ბიბლიოთეკა

დიდ ბრიტანეთში, კრედიტონის ბიბლიოთეკაში დააბრუნეს წიგნი, რომელიც სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ გაიტანეს.

„გადავამოწმეთ თარიღის აღმნიშვნელი ეტიკეტი და შევნიშნეთ, რომ 31,5 წლით ვადაგადაცილებას აქვს ადგილი“, - ვკითხულობთ ბიბლიოთეკის Facebook-პოსტში.

ბრიტანული ბიბლიოთეკები, ვადაგადაცილების შემთხვევაში, მკითხველებს ჯარიმას აკისრებენ, თუმცა, როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, ჯარიმა საბავშვო წიგნებზე აღარ ვრცელდება.