News Hub: გიორგი ისაკაძე - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმის მთავარი როლის შემსრულებელი
1735226460
სან-დიეგოს ზოოპარკში მორცხვ გეპარდებს სოციალიზაციისთვის ძაღლები დაუმეგობრეს. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს უსწრაფესი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცხოველი, გეპარდი, ემოციურად ძალიან მგრძნობიარე და მორცხვია. ზოოპარკებში მათ ერთმანეთთან დამეგობრებაც ძალიან უჭირთ, განიცდიან სტრესს და რთულად ახერხებენ გამრავლებას. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სან-დიეგოს ზოოპარკის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ პატარა გეპარდებთან ვოლიერებში “ემოციური მხარდაჭერისათვის” ძაღლები მოათავსონ.
„ძაღლი მშვიდი, სოციალური და თამამი ცხოველია, გეპარდები მათთან ურთიერთობისას ქცევის მოდელებს აკვირდებიან და თავადაც იმეორებენ, რაც საბოლოოდ საკომუნიკაციო სირთულეების დაძლევაში ეხმარებათ”, - ამბობენ ზოოპარკის თანამშრომლები.
გეპარდების სოციალური გამოწვევები და გამრავლებისათვის ნაკლები მზაობა, შესაძლოა, ახლო მომავალშივე მათი გადაშენების მთავარი მიზეზი გახდეს. სწორედ ამიტომ სან-დიეგოს ზოოპარკის მიგნებას აშშ-ის უკლებლივ ყველა ზოოპარკი დანერგავს პრაქტიკაში.