პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცხოველთა დამცველი, ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში პატრონის მიერ ქუჩაში გადაგდებული ძაღლის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სხვა ცხოველებისგან შეშინებული ძაღლი მშველელს მდინარეში ელოდება.
"ხანდახან მართლა არ მყოფნის სიტყვები რამის სათქმელად...
გუშინ, წყემში "მეშოკით" მოიყვანეს ეს ძაღლი და გადმოაგდეს, ამ საცოდავმა "მეშოკი" გამოჭამა და გამოვიდა, კისერზე ასე გაბანტული თოკი უკეთია. წყემის ძაღლებმა დაგლიჯეს, არ აჩერებენ იქ, აგდებენ. ეს უბედური ისეთი შეშინებულია გაიქცა და მდინარეში დგას, შუა მდინარეში ამ თოკით, ხალხო.
ამ ყინვაში, ყინულივით ცივ წყალში დგას გაშეშებული და ელოდება მის პატრონს.
აი, რა დაგიშავა ასეთი, რომ ამისთვის გაიმეტე? რა გაგიფუჭა, რომ ასეთი მტანჯველი ცხოვრებისთვის გაიმეტე?!
არ ვიცი, ვინ ხარ, რის გამო გააკეთე ეს, მაგრამ შენი ძაღლი მდინარეში დგას, იმ თოკით, რომელიც შენ შეაბი და გელოდება, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია", - წერს ტასო ლოსაბერიძე.