შსს-მ, ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტზე, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ძალადობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ორბელიანის მოედანზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი ქალს ფიზიკურად უსწორდება.