დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ

დილა

 ფსიქოლოგების თქმით, იმას თუ როგორ დავიწყებთ დილას, ჩვენი ცხოვრების სტილზე,  განწყობაზე, შრომისმოყვარეობასა და ჯანმრთელობაზე უდიდესი ზეგავლენა აქვს. ამიტომ,  მისი პროდუქტიულად დაწყება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.. 


სწორედ ამიტომ, დღეს გადავწყვიტეთ იმ მავნე ჩვევების შესახებ მოგიყვეთ,  რომლებსაც დილით გაუცნობიერებლად ყველა ჩავდივართ და რომელთა კეთებისგანაც დროა თავი შევიკავოთ.. 
 
1.დილით, იმის ნაცვლად, რომ საწოლიდან წამოვდგეთ,  ტელეფონებს ვიღებთ  და მწოლიარე მდგომარეობაში ელექტრონული ფოსტის შემოწმებას ვიწყებთ. ფსიქოლოგების თქმით, ეს არასწორი საქციელია. საქმე ისაა, რომ ასეთ დროს ტვინს  დილიდანვე დიდი რაოდენობით და  ნეგატიური ინფორმაციით ვტვირთავთ, სამსახურში მისვლამდე კი უკვე ცუდ ხასიათზე ვართ.  ამის ნაცვლად, ექსპერტები გირჩევენ, ახალგაღვიძებულზე იმაზე იფიქროთ , თუ რომელ მნიშვნელოვან საქმეს მოაგვარებთ იმ დღეს და მის გასაკეთებლად ყველაფერი გააკეთოთ. 


2. აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დილით საწოლს ადამიანების მხოლოდ 10%-ი ალაგებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხშირად გვეჩქარება, გამუდმებით გვაგვიანდება.. და ვფიქრობთ - რა საჭიროა საწოლის ალაგება მაშინ, როდესაც საღამოს სახლში მოსულები კვლავ უნდა დავწვეთ?! ექსპერტების თქმით, მსგავსი აზრები მართებული არ არის.  როგორც სპეციალისტები ამბობენ, ალაგებული საწოლი სახლს გაცილებით მოწესრიგებულ ატმოსფეროს სძენს და ფსიქოლოგიურად ადამიანს შრომისკენ უბიძგებს. შესაბამისად, დღეც გაცილებით პროდუქტიულად იწყება.  როგორც ექსპერტები ამბობენ, დილით საწოლის ალაგება - არის ჩვევა, რომელიც თავდაჯერებას გვმატებს და განწყობასაც გვიუმჯობესებს.


3.  დილით ყავის დალევა საკმაოდ დიდი სიამოვნებაა. თუმცა, ამ ქცევით ორგანიზმს დიდ ზიანს ვაყენებთ.  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებით თქმით,  8-დან 9 საათის ინტერვალში ადამიანის ორგანიზმი ჰორმონ კორტიზოლს გამოყოფს - რომელიც ჩვენი დღე-ღამის ციკლს არეგულირებს.. ეს ყველაფერი ადამიანს სიფხიზლის შენარჩუნებაში ეხმარება.  კოფეინი კი ამ პროცესს არღვევს. სწორედ ამიტომ, ექსპერტები გირჩევენ ყავა გაღვიძებიდან მხოლოდ 3 საათის შემდეგ მიიღოთ. 


4. კიდევ ერთი მავნე ჩვევა, რასაც დილით ყველა ვაკეთებთ - მაღვიძარას ახალ დროზე გადართვაა.  ეს გასაკვირი არაა, რადგან მისი ხმის გაგონებისთანავე ადგომის არანაირი სურვილი აღარ გვაქვს. ამიტომ მას გაუთავებლად და უსასრულოდ ვთიშავთ ხოლმე. ექიმების თქმით, ჩაძინებისთანავე, ადამიანის ორგანიზმი ძილის ახალ ციკლს იწყებს - მაგრამ ამას მოკლე დროში ვერ ახერხებს, რაც მის ფუნქციონირებას არღვევს. ამის ბრალია ის, რომ დილით ყოველთვის დაღლილები ვიღვიძებთ და ეს შეგრძნება მთელი დღის განმავლობაში მიგვყვება.. ეს კი ჩვენს შრომისუნარიანობაზე ცუდად აისახება. 

5. ექიმების თქმით, თუ დილას ტკბილეულით იწყებთ - ამ ჩვევას თავი სასწრაფოდ უნდა დაანებოთ. როგორც  სამედიცინო ექსპერტები ამბობენ,  ორგანიზმი შაქარს სწრაფად ინელებს,  ეს  კი დაღლილობისა და შიმშილის გრძნობას უფრო მეტად ამძაფრებს. ამიტომ, უმჯობესი იქნება არჩევანი ისეთ საუზმეზე შეაჩეროთ, რომელიც ნაკლებ შაქარს შეიცავს და დიდხანს დაგანაყრებთ..