მოდელი, რომელიც დუბაიში წვეულების შემდეგ გაუჩინარდა, გზის პირას პარალიზებული იპოვეს

დუბაი

20 წლის მოდელი, მარია კოვალჩუკი, რომელიც დუბაიში შეიხებთან წვეულების შემდეგ გაუჩინარდა, ადგილობრივ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში, საბუთებისა და ტელეფონის გარეშე იპოვეს - წერს " მოსკოვსკის კომსომოლეცი.

გოგონას საუბარი არ შეუძლია, მას სამი ოპერაცია გაუკეთეს.

"დღეს მაშა მძიმე მდგომარეობაში იპოვეს საავადმყოფოში. მას არც საბუთები აქვს, არც ტელეფონი, არაფერი. სამი ოპერაცია გაუკეთეს და ვერ ლაპარაკობს", - ციტირებს ჟურნალი Voice გოგონას დედა, ანა კოვალჩუკი.

ტელეგრამ არხი Shot წერს, რომ მარია, წინა ღამეს გზის პირას იპოვეს  ხელები, ფეხები და ხერხემალი აქვს მოტეხილი, ამიტომ ვერ მოძრაობს და „მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებს“. 

მარია კოვალჩუკი, უკრაინის მოქალაქეა, 15 თებერვალს გაფრინდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში(UAE) და 9 მარტს დაესწრო წვეულებას დუბაიში, სადაც შეხვდა ორ მამაკაცს, რომლებსაც იგი სამოდელო ბიზნესის წარმომადგენლებად თვლიდა. Shot წერს, რომ გოგონას დაბადების დღე იყო და წვეულებას "შეიხები" ესწრებოდნენ. ამის შემდეგ მარიამ დედას დაურეკა, ახალი ნაცნობების შესახებ უამბო და თქვა, რომ სასტუმროში ღამის გასატარებლად დაპატიჟეს. ამის შემდეგ, მოდელმა შეწყვიტა ურთიერთობა დედასთან და 11 მარტს, როცა ტაილანდში უნდა წასულიყო, ფრენა გამოტოვა, მისი ტელეფონი კი გამორთული იყო. ნათესავები შიშობენ, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს. - წერს შოტი.