კარგად მახსოვს, მამაჩემი იყო განახევრებული, გაჭაღარავებული, დათრგუნული, ფეხზეც ჯაჭვები ჰქონდა მობმული და ისე გამოჰყავდათ. განსაკუთრებულად ეტყობოდა, რომ ბესოს სხვა პატიმრებსაც არ ანახებდნენ - ბესო ხარძიანი

ბესო ხარძიანი

„კარგად მახსოვს, მამაჩემი იყო განახევრებული, გაჭაღარავებული, დათრგუნული, გატეხილი. რა თქმა უნდა, ბოლომდე სულიერად ვერ გატეხეს, მაგრამ მისთვის რთული იყო“- განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბესიკ ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა.

ის ციხეში ყოფნის დროს მამის მდგომარეობას იხსენებს და აცხადებს, რომ მას განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ.

„ერთი, რაც ძალიან კარგად მახსოვს, მამაჩემი იყო განახევრებული, გაჭაღარავებული, დათრგუნული, იყო გატეხილი. რა თქმა უნდა, ბოლომდე სულიერად ვერ გატეხეს, მაგრამ მისთვის რთული იყო. არა მარტო მისთვის, ყველა ადამიანისთვის იმდროინდელი ციხის ასე გავლა. ჯერ ის რა ციხე იყო. ჯერ რამდენად რთულია, როცა პატიმარი ხარ და შემდეგ პატიმრობასაც რომ არ გაცდიან. ფეხზეც ჯაჭვები ჰქონდა მობმული და ისე გამოჰყავდათ. განსაკუთრებულად ეტყობოდა, რომ ბესოს სხვა პატიმრებსაც არ ანახებდნენ. რამდენიმე კაცი დაჰყვებოდა, გეგონება კრიმინალი ეჯდათ იქ. მე დედასთან ერთად შევდიოდი, მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი და ოჯახიდან მაფრთხილებდნენ, რომ იქ ზედმეტი კითხვა არ უნდა დამესვა. არც მომწონდა იქ მისვლა, საკუთარ მამას ვერც ვეხებოდი და არ მინდოდა იმის ყურება რა მდგომარეობაშიც ის იყო. მერე დავსვი ეს კითხვები სახლში და [მითხრეს] ხო, მამაშენი ასე დაჰყავთო აქ, ძალიან განსაკუთრებული პატიმარი ჰყავთ და განსაკუთრებულად უდგებიანო“-განაცხადა ბესო ხარძიანმა.