„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ...“ - რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

xatuna

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი პლანეტების სატურნისა და ნეპტუნის შეერთებაზე წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„რას მოიტანს სატურნისა და ნეპტუნის შეერთება?

სულ მალე, ფაქტობრივად ამ თვის ბოლოს, ნეპტუნი ზოდიაქოს შეიცვლის და ვერძში გადავა. ამ თემაზე ვრცელ სტატიას ვამზადებ, მაგრამ დღეს შედარებით მოკლედ მინდა ერთ საინტერესო თემას შევეხო.

კერძოდ სატურნისა და ნეპტუნის შეერთებას.

ახლა რასაც დავწერ, ცოტა შეიძლება მოსაბეზრებელი და უინტერესო მოგეჩვენოთ წასაკითხად, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვან პერიოდებს და შეერთება- დაშორება, გადასვლაგადმოსვლას ვეხები და მიაქციეთ ყურადღება, არ გადაახტეთ. ჯერ კიდევ თევზების ზოდიაქოში მყოფი სატურნი წამოეწევა თევზებში გადასულ ნეპტუნს და შეუერთდება. ეს ამბავი 9 აპრილს დაიწყება.

25 მაისს სატურნიც დატოვებს თევზების ზოდიაქოს და ისიც ვერძში გადავა, ნეპტუნთან კიდევ უფრო ახლოს. და ივლიან ასე „ჩახუტებულები“ 2026 წლის აპრილის 19-მდე, თუმცა რეტროგრადულობის გამო ცოტა ხნით ორივენი თევზებში დაბრუნდებიან, სადაც როგორც ხვდებით ნეპტუნი უფრო ძლიერია, რადგან ეს მისი მმართველობის ტერიტორიაა. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვლის კარგა ბლომად ნაწილიც თევზებში იქნებიან, ისევ ისე შეერთებულები. შემდეგ კვლავ ვერძში გადმოინაცვლებენ და 20 თებერვალს ვერძის 0 *45'-ზე მაქსიმალურად ზუსტ შეერთებაში მოვლენ. ამის მერე ისინი ნელ-ნელა დაიწყებენ ერთმანეთისაგან დაშორებას და 19 აპრილს საბოლოოდ გაიყრებიან.

ახლა რა ხდება, ქართულად რომ გითარგმნოთ. ნეპტუნს ბევრ სხვა რამეებთან ერთად გამაბრუებელი საშუალებები, ნარკოტიკები, ალკოჰოლი და თქვენ წარმოიდგინეთ თამბაქოც კი აბარია. სატურნი კი რა არის?- კანონი, აკრძალვა, შეზღუდვა. ჰო...

ვინც კიდევ ვერაფერი გაიგო, ვაკონკრეტებ:

მთელი ერთი წელი ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე და შესაძლოა თამბაქოზეც მკაცრი შეზღუდვები დაწესდება. ეს შეზღუდვები და აკრძალვები ოდნავ შერბილდება პერიოდში, როდესაც ნეპტუნი და სატურნი უკან, თევზებში დაბრუნდებიან. შემდეგ კი ისევ „მოუჭერენ“. განსაკუთრებით როდისო? ზუსტი შეერთების დროსო. კიდევ რა გითხრათ? კიდევ ის, რომ როცა გაიყრებიან საბოლოოდ (ამის თარიღიც ზევით ), აკრძალვები არ გაუქმდება. უბრალოდ სხვა ტიპის ნარკოტიკებს გამოიგონებენ ამასობაში. რომელზედაც კანონში ჯერ არაფერი წერია. თუმცა მინდა აქედანვე გაგაფრთხილოთ - ეს ახალი ნარკოტიკები ძველებზე ბევრად უფრო დამანგრეველი იქნება. სწრაფად მოქმედი და ძალიან მაღალი ლეტალობით გამორჩეული. უამრავს შეიწირავს. რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო, არ მითხრათ. გაფრთხილებთ“, - წერს ხათუნა ნოელი.