ალექსანდრე მუხაძემ პატიმრებს დაავალა, რომ ბესო ხარძიანს საკანში უნდა ეთამაშა ე.წ. „მაზიანი“, წაგებული პირი დაპატიჟებს მოგებულს რესტორანში, ეს იყო შეთანხმება და ითამაშეს - აქ ჩაერთო რუხაძის მოადგილე და პატიმარს უთხრეს, დაიწყე ახალა საუბარი იმაზე, რომ როგორც დაპატიჟება კი არ მოგიგია, მოიგე როგორც რესტორანი - ბესო ხარძიანი

ბესო ხარძიანი

ალექსანდრე მუხაძემ პატიმრებს დაავალა, რომ უნდა ეთამაშა ბესო ხარძიანს საკანში, ვითომ ე.წ. „მაზიანი“, მოგეხსენებათ, რომ იმ დროინდელ ციხეში ჯერ მამაჩემს რა ეთამაშებოდა, კარგად იცოდა რის გამო იყო შიგნით და რაც ხდებოდა, რა ეთამაშებოდა და მითუმეტეს ვინ გაბედავდა იმ დროის გლდანის ციხეში თამაშს, ისეთი რეჟიმი ჰქონდათ დამყარებული ელემენტარული რადიოს ვერ რთავდნენ პატიმრები. მოუგონეს და მოუწყვეს თამაში,- - ამის შესახებ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან კომისიის წევრებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული თამაში ძალდატანებით შედგა და ნაცვლად რესტორანში დაპატიჟებისა გადაიქცა 800 000 დოლარის ღირებულების რესტორნის ჩუქებად.

„ეს თამაში შედგა დიდი ხნის ძალდატანების შემდეგ. ბესო ხარძიანი ამაზე არ თანხმდებოდა, მას ორი პატიმარი ეჯდა ერთი თითქოს მისიანი იყო და რა მოხდაო, გავერთოთო, საკანში ვართ მაინც ამდენი ხანიო. ბოლო-ბოლო დაითანხმეს ამ ცემა-ტყეპით და ზეწოლით, რომ ეთამაშათ, ითამაშეს და ისეთ რამეზე შეთანხმდნენ, რომ როდესაც გავალთ გარეთ თავისუფლებაზე ციხიდან რესტორანში დავპატიჟებთ ერთმანეთს, წაგებული პირი დაპატიჟებს მოგებულს რესტორანში ეს იყო შეთანხმება და ითამაშეს. ეს უკვე შემდეგ სათავისოდ გამოიყენეს თავისი ჭკუით, უკვე აქ ჩაერთო რუხაძის მოადგილე, ალექსანდრე ჯანჯღავა, გლდანის ციხის დირექტორის მოადგილე იყო და ასეთი რამე გაითამაშეს, რომ დაიწყე ახალა საუბარი იამზე, რომ როგორც დაპატიჟება კი არ მოგიგია ამ პატიმარს უთხრეს, მოიგე როგორც რესტორანი, როგორც ობიექტი. ყველაფერს შვრებოდნენ იმისათვის, რომ როგორმე კუს ტბამდე მისულიყვნენ, ეს რესტორანი, ეს ობიექტი და ბოლო-ბოლო რაღაც მოიფიქრეს, რომ ვითომ ქურდული სამყარო იყო ჩართული, ვითომ ქურდებთან წერილი უნდა წასულიყო, რომ ეს დავა მოგვარებულიყო, მამაჩემს წაუყენეს ე.წ. პრეტენზია, რომ ეს უნდა ჩაებარებინა მას, ის არ იყო თანხამა საერთოდ სხვა რამეზე ესაუბრებოდნენ და ვითომ ქურდულ სამყაროსთან ამის გარჩევა, რაღაც წერილები დაწერეს, მამაჩემსაც რაღაცები დააწერინეს. ისე მოხდა, რომ ვითომ ქურდულმა სამყარომ გადაწყვიტა, შეაფასა 800 000 დოლარად, მამაჩემი ამაზეც გაჰყვა, მაშინ ჰქონდა ამის საშუალება, ეს არ მოეწონათ, რად უნდოდათ ახლა რაღაც რესტორანი, როცა კუს ტბაზე იყო საუბარი და რაღაც რესტორნის გადაფორმება ნამდვილად არ უნდოდათ, მიხვდა ალექსანდრე მუხაძეც, რომ რაღაცა ისე საქმეს ვერ „უსრულებდნენ“ ეს პატიმრები, ან ბესო ხარძიანი ჭკუით სჯობნიდა მათ, ალბათ, არ ვიცი. ეს პატიმრებიც თავიანთ წნეხში იყვნენ, როგორია როცა გაუპატიურებით გემუქრებიან,- განაცხადა ბესო ხარძიანმა.

ბესიკ ხარძიანის შვილის განცხადებით, მოგვიანებით სიტუაციაში თავად იმდროინდელი გლდანის ციხის დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, ჩაერთო უდესიანის დავალებით და განუცხადა, რომ მისი „მაზიანი“ გიორგი უდესიანმა „გადაიბარა“.

„ერთი შეხვედრა იყო მოსაცდელ ე,წ ოთახში, ციხეში, სადაც უკვე ალექსანდრე მუხაძე თვითონ ჩაერთო სიტუაციებში, უდესიანის დავალებით, მიხვდნენ, რომ არაფერ არ იცვლებოდა, რესტორანი უნდოდა, რესტორანს სთავაზობდნენ, ანუ კუს ტბამდე არ მიდიოდა საქმე. ასე უთხრეს, რომ შენი ე.წ. „მაზიანი“ მისატანი 800 000 დოლარი „გადაიბარა“ გიორგი უდესიანმა, ის მოგიგვარებს ამ პრობლემას მისი ადვოკატი შემოვა და დანარჩენს გაიგებო. გიორგი უდესიანის იმ დროინდელი ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე ხვდება მამაჩემს და პირდაპირ ეუბნება, რომ ამ პრობლემებს თვითონ მოგიგვარებს, ვითომ კეთილ კაცად გამოგვესახა და რაღაცებს აგვარებდა. რას ითხოვ სანაცვლოდო ასეთი კითხვა დაუსვეს მამაჩემს, მამაჩემი კაი ხნის მიმხვდარი იყო რასთანაც ჰქონდა საქმე, რის გამოც იჯდა ციხეში და ვინ ჰყავდა მას მტერი, პირდაპირ უთხრა, რომ ნებისმიერ რამეზე თანახმა იყო პრობლემის მოგვარებისთვის. მაგრამ , რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ეს თანხა არსად ქურდებთან არ მიდიოდა და არაფერი მას წაგებული არ ჰქონდა, ეს იყო მოგონილი თამაში,“- განაცხადა ბესო ხარძიანმა.